
შემოსავლების სამსახური უარჰყოფს ინფორმაციას, რომ ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, სომხეთის მიმართულებით, სამხედრო ტვირთი გაატარეს. ამის შესახებ მათ სპეციალური განცხადება Facebook-ში გაავრცელეს.
განცხადებაში ასევე წერია, რომ საზღვარზე შემოვიდა საერთაშორისო გადაზიდვების ავტომობილი, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქე მართავდა, დათვალიერებისა და შემოწმების შემდეგ ტრანზიტულმა ტვირთმა საბაჟო კონტროლის ნორმები დააკმაყოფილა.
ცნობითვის, ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საერთაშორისო გადაზიდვების ფარგლებში, საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგის" გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 14 347 სატვირთო ავტომობილი, ხოლო საქართველოდან 14 595 გავიდა.