მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას მალავენ და ხელს უწყობენ კორონავირუსის გავრცელებას, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და პატიმრობა ემუქრებათ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში პირდაპირ წერია, რომ საშიში დაავდების შესახებ ინფორმაციის დამალვა და ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევა დასჯადი ქმედებაა. ამ სახის დანაშაულისთვის, რიგ შემთხვევაში, 3 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
"უნდა გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ყველა რეკომენდაციის შესრულება. ასევე ჩვენი კანონდებლობით არის დასჯადი ქმედება, თუკი ადამიანმა იცის, რომ არის დაავადებული ან შესაძლოა იყოს ამ დაავადების მატარებელი და იგი არ მიმართავს ყველა იმ ზომას, რომ ეს დაავადება არ გადასცეს სხვებს.
თუ მათ იცოდნენ, რომ ეს დაავადება შესაძლოა მათ ჰქონდეთ და დამალეს ეს ინფორმაცია, ამ შემთხვევაში ცხადია სახელმწიფომ უნდა დაიწყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით,"-აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
ასევე, როგორც უკვე ცნობილია, სახიფათო ვირუსმა მუტაცია განიცადა და "კოვიდ 19" უკვე მეორე შტამითაც ვრცელდება, რომელიც გაცილებით სახიფათოა.