რუსთავში, მდინარე მტკვარში, 13 წლის მოზარდს ეძებენ. როგორც "მთავარ არხს" "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში" უთხრეს, სამუშაოებში მეხანძრე-მაშველები და მყვინთავები არიან ჩართულები. წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი მდინარეში ჯებირიდან გადავარდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.