აქცია ავტომაგისტრალზე - მუშები ხელფასების გაზრდას და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე დასაქმებული მუშები მეორე დღეა სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებენ და აქციას მართავენ. დასაქმებულების თქმით, მათ მონურად ამუშვებენ, სანაცვლოდ კი მიზერულ ანაზღაურებას უხდიან.

მუშები ხელფასების გაზრდას, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებას, უქმე დღეებში დასვენებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები მუშაობის განახლებას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკამყოფილდება.

მუშები იმასაც  ამბობენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა მათ შეურაცხყოფას აყენებს და სამასახურიდან გათავისუფლებით ემქრება.

პრობლემებს ადასტურებენ ჩინურ კომპანიაში და პირობას დებენ, რომ თანამშრომლების მოთხოვნებს ეტაპობრივად დააკმაყოფილებენ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი