9 წლის მოსწავლის სკოლაში სატარებლად დაქირავებული ტაქსისტი ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა

გამოქვეყნდა:

72 წლის მამაკაცი საგამოძიებო ორგანომ მას შემდეგ დააკავა, რაც ექსპერტიზამ დაადასტურა რომ მან 9 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. მამაკაცი იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ტაქსის მძღოლად მუშაობდა.

დაზარალებული გოგონას მშობლები ემიგრაციაში იმყოფებიან, რის გამოც მისმა ბებიამ გადაწყვიტა, რომ მძღოლი დაექირავებინა, რომელიც ყოველდღე ბავშვს სკოლაში წაიყვანდა და სკოლიდანაც შინ უკან დააბრუნებდა.

9 ოქტომბერს ბავშვი ბებიას გამოუტყდა რომ 72 წლის მამაკაცმა მის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. შოკში ჩავარდნილმა ბებიამ, დახმარებისთვის, საგამოძიებო ორგანოს დაურეკა. ბავშვზე ძალადობის საკითხზე გამოძიება 3 დღე გაგრძელდა. დღეს, 11 ოქტომბერს 72 წლის ტაქსის მძღოლი სამართალდამცავებმა დააკავეს.

ბავშვზე ძალადობის შემთხვევის გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 141 მუხლით დაიწყო, რაც 14 წელს მიუღწეველ მოზარდთან გარყვნილი ქმედების ჩადენას გულისხმობს. მუხლი 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი