ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის მატარებელი 10 პაციენტი რჩება, უცნობია, რომელ საავადმყოფოში იმყოფება კიდევ ორი ინფიცირებული

გამოქვეყნდა:

ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტების ნაკადი არ წყდება. მთელი დღის განმავლობაში გადაჰყავთ იქ მოქალაქეები. „მთავარის“ კამერამ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში 10-მდე პაციენტის შეყვანა დააფიქსირა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატებში ამ დროისთვის 48 პაციენტია მოთავსებული, 20-მდე მათგანის შემთხვევაში ექიმები ანალიზების პასუხს უახლოეს საათებში ელოდებიან.

ქვეყანაში კორონავირუსის 12 დადასტურებული შემთხვევიდან,  ინფექციურში მხოლოდ 10 პაციენტი იმყოფება. კლინიკაში დანარჩენი ორის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი