ის ხალხი ქვეყანას ემსახურებოდნენ და არ შეიძლება გავწიროთ ვიღაცების გაუაზრებელი მითითებებით - მეუფე ვახტანგი "კარტოგრაფების საქმეზე"

გამოქვეყნდა:

ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი ამბობს, რომ დაკავებული მეცნიერები ქვეყანას ემსახურებოდნენ და მათი ასე გაწირვა არ შეიძლება. მღვდელმთავარმა ეს განცხადება მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე საზეიმო წირვის დაწყებისას, ჟურნალისტებთან გააკეთა.

მეუფე ამბობს, რომ ყველაფერი არჩევნების შემდეგ გაირკვევა. ის ე.წ. კარტოგრაფების საქმეში, პოლიტუიკურ მოტივებს ხედავს:

ის ხალხი ქვეყანას ემსახურებოდნენ და არ შეიძლება ასე გავწიროთ ვიღაცეების გაუაზრებელი მითითებებით, თუ რას აკეთებენ არ ვიცი - ამბობს მეუფე ვახტანგი, თუმცა არ აკონკრეტებს ვის გულისხმობს. 

ის ხალხი თავის საქმიანობაში სიმართლეს ემსახურებოდნენ, მე ესე მწამს, შეიძლება მე ვცდები, მაგრამ მოკლე დროში, ორში, სამში უკვე გაირკვევა ყველაფერი- ამბობს სასულიერო პირი და ქვეყანაში ცვლილებების აუცილებლობაზე მიანიშნებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი