ვაკის ტაძრის დეკანოზი შალვა კეკელია თვლის, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ისეთივე მეტრია, როგორც ოკუპანტი რუსეთი.
ადამიანები ამბობენ, რომ არ უნდათ, აზერბაიჯანთან ურთიერთობები გავიფუჭოთ და მზად ვართ, ტერიტორიები დავთმოთ. დავით გარეჯში 6 000 გარეჯელი ბერი მოღვაწეობდა, რომლებიც ეწამნენ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ტერიტორიაა. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი ან ტელევიზია, რომლებიც გამოდიან და ამბობენ, არ გვინდა ურთიერთობის დაძაბვაო - ჩემთვის პირადად, თუნდაც დაიძაბოს ურთიერთობა იმ მიწებთან დაკავშირებით: თუ რუსეთია მტერი, ასევე, ნებისმიერი ქვეყანა მტერია ჩემთვის, ვინც მიწას გვართმევს" - ამბობს შალვა კეკელია დავით გარეჯის საქმეზე სუბრისას.