სახელმწიფოს გრიპის ვაქცინების უპრეცედენტო რაოდენობა აქვს შეძენილი - ამბობს პრემიერმინისტრი. გიორგი გახარიას თქმით, ამ დროისათვის დაახლოებით 230 000 ვაქცინაა შეძენილი და ეს პროცესი კიდევ გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ დღეს თბილისსა და ქუთაისში, გართულებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეზღუდვები დააწესა. ხვალიდან 22 საათის შემდეგ გასართობი დაწესებულებები მუშაობას ვეღარ გააგრძელებენ.