როგორ მომაბეზრეთ თავი- მეუფე იოანეს პასუხი გელათის მონასტრის მძიმე მდგომარეობაზე 

გამოქვეყნდა:

გელათის მონასტერში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტს, მეუფე იოანეს საუბარი მობეზრდა. ეს რეპლიკა "მთავარი არხის" ჟურნალისტის მიერ,  მე-12 საუკუნის ტაძრის არაჯეროვნად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ დასმულ კითხვას მოჰყვა.

ამ თემით დაინტერესების გამო, გაღიზიანდნენ სხვა სასულიერო პირებიც. გელათში დღეს ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებებით ცნობილი პირებიც იყვნენ მისულები. ჩოხებში გამოწყობილი გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები "მთავარი არხის" ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ.

გელათში უმძიმესი ვითარებაა, ტაძრის ერთ ნაწილში წყალი ჩადის, ტაძარში ჩატარებული  სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ კი  კლიმატი შეიცვალა და უნიკალური ფრესკები ნადგურდება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი