სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დაწყებული მხილება მეორე დღეა სინოდის წევრებს შორის ახალი განცხადებების საფუძველი ხდება. ბოდბის მთავარეპისკოპოსი დღეს ამბიონიდან მრევლს წინასაარჩევნო კამპანიაზე ესაუბრა. საპატრიარქოს გავლენიანი მღვდელმთავარი ქადაგებაში ამბობს, რომ ერშიც და ბერშიც თანამდებობაზე ყოფნის დაუოკებელი სურვილი ქვეყანას ვნებს.
მეუფე იაკობი დღეს ერთადერთი აღმოჩნდა, რომლის ქადაგებაშიც პოლიტიკური გზავნილები იყო, თუმცა ყოფილი ქორეპისკოპოსი სინოდში მარტო არ არის. მეუფე მელქისედეკმა "მთავარი არხის" ეთერში დავითგარეჯის თემაზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა. მეუფე მელქისედეკმა სინოდის შეკრების აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ თუკი მღვდელმთავრები დროულად არ იმსჯელებენ, შესაძლოა ქვყენამ მწვავე დაპირისპირების პირისპირ აღმოჩნდეს.
დავითგარეჯის საკითხზე დაწყებულ გამოძიებას უსამართლოს უწოდეს სინოდის კიდევ ერთი წევრი. ცურტაველი მიტროლოპიტი პროკურატურისგან მყარი მტკიდებულებების წარმოდგენას ითხოვს, მეუფე ვახტანგი სასამართლო სისტემაში დიდ პრობლემებს ხედავს, რომლიდან გამოსავალიც ხელისუფლების ცვლილება მიაჩნია. სწორედ ამიტომ მიტროპოლიტი ვახტანგი ღიად აცხადებს რომ ქვეყნის სათავესი ახალი ძალა უნდა მოვიდეს და ქართულმა ოცნებამ მართვის სადავეები დთმოს.
"მთავარ არხს" დღეს შეკითხვები სინოდის სხვა წევრებთანაც ჰქონდა. თუმცა ქუთაის გაენათის ეპარქიის მმართველმა, კითხვის პასუხად მრევლს მოუწოდა რომ "მთავარი არხისთვის" ტაძრის ეზო ძალის გამოყენებით დაეტოვებინათ, პრორუსული განცხადებებით ცნობილმა მეუფე იოანე გამრეკელმა არც გარეჯის თემაზე და არც სინოდის წევრების მწვავე განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ორად გაყოფილი სინოდი ოპოზიციისთვის უცხო ამბავი არ არის. დღეს საპარლამენტო უმცირესობების წარმომდგენლები ამბობდნენ, რომ დავითგარეჯის თემით ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ეკლესიის რეპუტაციის შელახვას ცდილობს, სწორედ ამიტომ ორი მღვდელმთავრის მწვავე მოწოდებას ქართული ეკლესიის ინტერესების დაცვით და სინოდის შიგნით რუსული გავლენების ჩახშობის სურვილით ხსნიან.
ვიდრე მღვდელმთავრები კარტოგრაფების საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე საუბრობენ და სინოდის სხდომის მოწვევის აუცილებლობაზე აკეთებენ განცხადებებს, ქვეყნის კათოლიკოს პატრიარქი ფიქრობს, შესაძლოა ილია მეორემ უმცირესობაში მყოფი მაღალი იერექიის სასულიერო პირების მოწოდება გაიზიაროს და სინოდის სხდომა მოულოდნელად ჩანიშნოს, მღვდელმტასვრების შეკრებაზე კი საბოლოოდ გამოჩნდება ვინ უჭერს მხარს დავითგარეჯის თემაზე გამოზიება სამართლიანი გადაწყვეტილებით დასრულდეს.