გასული საუკუნის ყველაზე სწრაფი მფრინავის, გრიგოლ ყიფიანის შვილიშვილი, დიდ ავიაციაში არა მაგრამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდ ცვლილებებს აანონსებს. 33 წლის ახალგაზრდა პოლიტიკოსი, ირაკლი ყიფიანი დარწმუნებულია, რომ დროა საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას მოახმაროს.
სწორედ, მისი პრინციპულობით იყო განპირობებული ის გადაწყვეტილება, რომელიც 2015 წელს მიიღო, მაშინ ამერიკის კვლევითი ინსტიტუტიდან საქართველოში საჯარო სამსახურში რეფორმების იდეებით მივიდა, მაგრამ მალევე თანამდებობა დატოვა, რადგან მიხვდა, რომ "ოცნების" პირობებში ცვლილების და დასავლური, ღია პოლიტიკური იდეების განხორციელება ძალიან რთული იყო. ახლა იმედი აქვს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია რეფორმების გუნდის ხელმძღვანელის იდეებს ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის სასიკეთოდ გამოიყენებს.
რეფორმების ჩამონათვალი გრძელია, ერთ წელზე მეტია "რეფორმების გუნდი"ფიქრობს და მუშაობს საკითხებზე, როგორ შეძლებს ქვეყნის მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებას. პირველი მათი იდეა, რომელიც 5 ძირითად პუნქტს ემყარება, კიევში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს გაჟღერდა.
ვარშავის გეგმა იყო მთავარი გეგმა, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოყვანას ემსახურება . ერთი წლის განმავლობაში, რეფორმების გუნდმა ეს გეგმა უფრო დახვეწა და სწორედ დღეს, გაერთიანებული ოპოზიციასა და რეფორმების გუნდს შორის, მემორანდუმი გაფორმდა.