ქუთაისში, ბუკიას ქუჩაზე, მაღაზიათა ქსელის, "მაგნიტის", ერთ-ერთი ფილიალი გატეხეს.
"მთავარი არხის" ინფორმციით, უცნობი პირები მარკეტში ფანჯრიდან მოხვდნენ. ჩამსხვრეულია მინა და მოჭრილია რკინის კონსტრუქციის ფანჯრის დამცავი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
როგორც "მთავარს" "შინაგან საქმეთა სამინიტროში" უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.