ხონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტროსისტემა იყო.
"სახლი იყო ნახევრად ხის, რომელიც სულ დაიწვა. ვერაფერი გადარჩინეს. აალების დროს სახლში იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. მოასწრეს გარეთ გამოსვლა" - ამბობს თვითმხილველი.