ავარია ლაგოდეხში - დაშავებულია ერთი ადამიანი

გამოქვეყნდა:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. 

არსებული ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით მოძრავი "მიცუბიშის" მარკის ავტომობილი მცირე ტიპის ტრაქტორს დაეჯახა.

თვითმხილველების თქმით, დაშავდა ტრაქტორის მძღოლი, რომელიც თავისა და სახის არეში მიღებული ტრავმებით ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ავტორი: ია გულიაშვილი 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი