ნუგზარ მძინარაშვილს, რომელიც გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის, წარმომადგენლად ატენის თემში მუშაობს, ატენის ციხესთან არსებული მიწის ფართობის მითვისებასა და იარაღით მუქარაში ადანაშაულებენ.
ერთერთი ადგილობრივის, ნარგიზა ხორგუაშვილის თქმით, გამგებელმა მისი ქონება წლების წინ უკანონოდ მიითვისა თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, უკან ვერ იბრუნებს.
ოპოზიცის მტკიცებით, ნუგზარ მძინარაშვილი “ოცნების” მაღალჩინოსნების მფარველობით სარგებლობს, სანაცვლოდ კი მმართველ პარტიას არჩევნებზე ხმების მობილიზებაში ეხმარება.