კავკასიის უნივერსიტეტში არჩევნების დღეს გამოცდები აღარ ჩატარდება

გამოქვეყნდა:

კავკასიის უნივერსიტეტში 31 ოქტომბერს გამოცდები არ ჩატარდება. ეს მაშინ, როცა თავდაპირველი ინფორმაციით, არჩევნების დღეს სტუდენტები გამოცდის ჩასაბარებლად სასწავლო დაწესებულებაში უნდა მისულიყვნენ. 

კავკასიის უნივერსიტეტის გადაწყვეტილების შესახებ Facebook-გვერდიდან ვიგებთ

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტში 31 ოქტომბერი გამოცხადებულია უქმე დღედ, შესაბამისად ამ თარიღში არ ტარდება გამოცდები.

კავკასიის უნივერსიტეტი გადასულია ჰიბრიდული სწავლების რეჟიმზე. უნივერსიტეტში ადგილზე მიმდინარეობს მხოლოდ გამოცდები, სალექციო პროცესი კი გრძელდება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში"

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი