გელათს თუნუქის ფირფიტებით ხურავენ. მოჭიქული კრამიტი, რომელიც უხარისხო აღმოჩნდა, დაიშალა. ფრესკები წვიმის წყლით ჩამორეცხვისგან რომ გადარჩეს, კომპლექსის მთავარ ტაძარს თუნუქს ამაგრებენ, დროებით, მაგრამ როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს ფირფიტები პრობლემას ცოტა ხნითაც ვერ გადაჭრის. გელათი დახარჯული მილიონებისა და შვიდწლიანი რეაბილიტაციის მიუხედავად ინგრევა.
მოჭიქული კრამიტები რომ უვარგისი იყო, წვიმას ვერ აკავებდა და ქარს ვერ უმკლავდებოდა, 2020 წლის თებერვალში, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მონასტრის მთავარ ტაძარში წყალი ჩავიდა. მარტში სააგენტომ ოფიციალურად აღიარა, რომ სახურავების რეაბილიტაციის პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდა და დროებითი გადახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა აქ უხარისხო კრამიტი ერთადერთი პრობლემა არ არის. ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, რომ გელათის მონასტერი წლებია ზიანდება, თუმცა ამაზე ხელისუფლება არ რეაგირებს და პირიქით - შეიძლება ითქვას, მიზანმიმართულადაც კი ცდილობს ისტორიის წაშლას.
"ესაა ისტორიის წაშლა დავით არმაშენებლის წაშლა, ბაგრატში რომ ყელყელაობენ ახლა - ლაშა ბუღაძე
გამოსავალი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის. რესტავრატორები დარწმუნებული არიან,რომ გადახურვისას ბევრი ფუნდამენტური დეტალი იყო დარღვეული. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ საქართველოში კრამიტის ჩამოსხმისა და ამ მასალით გადახურვის მცდონეები არ არსებობენ. გოგოთურ მისრიაშვილი ამბობს, რომ მთავარი პრობლემა არაკომპეტენტურობაა და ხელისუფლებას საქმეში ექსპერტები უნდა ჩაერთო.
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის" ხელმძღვანელი კი ბრალდებებზე პასუხის გაცემას არ აპირებს, მაკა დვალიშვილმა მოუცლელობა მოიმიზეზა. ახლა მთავარი კითხვაა, რატომ ვერ შეძლო ხელისუფლებამ იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეყვანილი მონასტრის რეაბილიტაცია და სად წავიდა მილიონობით ლარი, რომელიც მსოფლიო ბანკის გარდა ამერიკის საელჩომაც გამოყო. პროექტთან ერთად დახარჯული მილიონების ნუსხას ხელოვნებათმცოდნეები და რესტავბრატორები ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ.
ავტორები: ირაკლი ვაჩიბერაძე, ნინუცა კეკელია