ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეების ინფორმირებულობის კვლევა კლინიკა „ნეოლაბის“ დაკვეთით კომპანია „დიარ.ჯიმ“ 2-4 მარტის პერიოდში ჩაატარა. საიდანაც გამოიკვეთა, რომ საქართველოს მოსახლეობა „კოვიდ 19“-ის შესახებ სათანადოდ ინფორმირებული არაა.
5200 მოქალაქე ელექტრონულად გამოიკითხა. თავად კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ჩართულობა იყო უპრეცედენტო. ამასთან ერთად, საინტერესოა, რომ 5200 ადამიანიდან 11% იყო ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული პირები.
კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა მეოთხედს გრიპი და კორონავირუსი ერთი და იგივე ჰგონია, 63 % კი აქვს ინფორმაცია, რომ „კოვიდ 19“ სულ სხვა ტიპის ვირუსული ინფექციაა.
ინფექციის გამოკითხულთა 43 % ეშინია, 46-ს კი კითხვაზე ეშინიათ თუ არა კორონა ვირუსის პასუხი აქვთ რომ - არა. ასევე გამოკითხულთა 16% მიიჩნევს, რომ კორონა ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი არსებობს, თუმცა ის საქართველოში ჯერ არ არის შემოსული.
გამოკითხულთა, უმრავლესობა, 95% ამბობს, რომ მიაკითხავდა, თუმცა თითქმის 5% უარყოფით პასუხს სცემს.
გამოკითხულთა 19 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანა ეპიდემიასთან საბრძოლველად მზადაა, ხოლო 55% ფიქრობს, რომ არ არის მზად.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ კვლევიდან გამოიკვეთა ასეთი შედეგი - ჯანდაცვის სფეროს მუშაკების ცოდნა „კოვიდ 19“-ზე სხვა სფეროში დასაქმებულების იდენტურია.