თავდამსხმელმა 4 მძევალი დაიტოვა, მათგან ერთი სავარაუდოდ სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთო გალდავაა, რომელიც თავდამსხმელმა ხელშეკრული გაიყვანა და კიდევ ორ მძევალთან ერთად მანქანით გაურკვეველი მიმართულებით გადაადგილდება.
სამხარეო პოლიციის უფროსი იყო მომლაპარაკებელი, რომელიც უშუალოდ მას ეკონტაქტებოდა. ბანკიდან გასვლის წინ თავდამსხმელს ხელში ეჭირა გახსნილი ხელყუმბარა და თან აქვს ფული, რომელიც მისივე მოთხოვნის შესაბამისად, მძევლების გათავისუფლების მიზნით მომლაპარაკებელმა გადასცა.