ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა საქართველოში. ლაბორატორიულმა კვლევებმა ცოტა ხნის წინ ინფიცირების მე-13 შემთხვევა დაადასტურა.
ინფიცირების წყარო ამ შემთხვევაშიც იტალიიდან დაბრუნებული "გეფას" ხელმძღვანელია, რომელიც მაღალი სიცხით და კორონავირუსის სიმპტომებით დადიოდა სამძიმრებზე და სამუშაო თათბირებზე. უცნობია, დაინფიცირებული პირი არის თუ არა „გეფას“ თანამშრომელი.
ეს კორონავირუსის გადაცემის უკვე მესამე შემთხვევაა ქვეყნის შიგნით. ვითარება კი სულ უფრო რთულად სამართავი ხდება. ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტების რეკორდული რაოდენობაა მოთავსებული, იქ ახლა ერთდროულად 50 პაციენტს აკვირდებიან.
დადასტურდა კიდევ ერთი შემთხვევა, ეს არის რიგით მე-13 ქვეყანაში და რიგით მე-12 ჩვენს საავადმყოფოში. როგორც ვიცი, ეს პაციენტი არის ერთ-ერთი, ვინც კონტაქტში იმყოფებოდა იმ მამაკაცთან, რომელიც იტალიაში დაინფიცირდა და თბილისში ჩამოვიდა, ვისთანაც კავშირი ჰქონდა კიდევ ორ ადამიანს, ვინც ასევე დაინფიცირებულია და არის ჩვენს კლინიკაში. ჯერჯერობით, შიდა გადაცემა დაფიქსირდა სულ სამ შემთხვევაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაფიქსირდა ერთ ლოკაციაზე, სხვაგან არ დაფიქსირებულა. ასე, რომ ჯერ არაფერი საგანგაშო არ არის“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
ინფიცირებული 11 პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, ხოლო ორის ადგილმდებარეობა უცნობია.