მამას მიკლავენ...არანაირი 800 და 1000 ადგილი არ არსებობს- მძიმე ვითარება ბათუმის რეფერალურში 

გამოქვეყნდა:

უყურადღებოდ მიტოვებული პაციენტები და პარალიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარება - ბათუმში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ერთ-ერთი ადგილობრივი ავრცელებს, რომელიც ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

სალო ბერიძე წერს, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მათთან გამოძახებიდან 11 საათის შემდეგ მივიდა, ამის შემდეგ რამდენიმე საათი არკვევდნენ სად უნდა გადაეყვანათ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი, შემდეგ კი რეფერალურში, მამაკაცი რეანიმაციაში მხოლოდ მას შემდეგ დააწვინეს, რაც პაციენტის შვილმა  კატეგორიულად მოითხოვა. 

სალო ბერიძე წერს, რომ საავადმყოფოში რეალურად ადგილები აღარ აქვთ და განცხადებები, რომ 800-1000 საწოლია, უბრალოდ ტყუილია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი