მახათაზე 3-შვილიანი ოჯახი, თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო სამუშაოების გამო, უსახლკაროდ რჩება

გამოქვეყნდა:

ხმაური მახათას მთაზე - მარტოხელა დედას საცხოვრებელ ვაგონს უნგრევენ. ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო, რის გამოც 3-შვილიანი დედა, რომელიც იქ მოწყობილ თავშესაფარში ცხოვრობს, ღია ცის ქვეშ რჩება.

"ეს გოგო დღე და ღამე შრომობს, წვალობს, ბავშვებს რომ არაფერი მოაკლდეთ. გულთან ახლოს რომ არ მიგვაქვს ასეთი პრობლემები, ამის გამო უმძიმეს მდგომარეობაში ვვარდებით", - ამბობს ოჯახის ახლობელი. 

დამხარებისთვის ქრისტინა ვალაიანმა თბილისის მერიასაც მიმართა და სოციალურ სამსახურსაც, თუმცა მრავალშვილიანი ოჯახის პრობლემა ისევ მოუგვარებელი რჩება. 

შეგახსენებთ, რომ ქრისტინა ვალაიანის ოჯახი სოციალურად დაუცველია. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი