იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია დაწყებულია - ორასზე მეტი ადამიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე საათში დაეშვება.
იტალიიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს აეროპორტში სპეციალურად კამუფლირებული მედიკოსები დახვდებიან და საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.
საქართველოს სხვა მოქალაქეები ხელისუფლებას იტალიის დატოვებაში დახმარებას სთხოვენ. მათი განცხადებით, სხვა ქვეყნების გავლით იტალიიდან გაფრენა 400 ევროზე მეტი ჯდება, რისი საშუალებაც ემიგრანტებს არ აქვთ.
"გადავწყვიტე, რომ წამოვსულიყავი, მაგრამ ორი საათის შეწყვეტილი იყო ბილეთის გაყიდვა სპეცრეისზე. დავრეკე საელჩოში და მიპასუხეს, რომ სპეცრეისით გამოემგზავრებიან ის ადამიანები, რომლებსაც ბილეთი უჭირავთ ხელში. სხვა ქვეყნების გავლით გადმოფრენა 400 ევრომდე ჯდება, რისი საშუალებაც არ გვაქვს. მივმართავ ჩვენს ხელისუფლებას ჩაგვიყვანონ საქართველოში, კარანტინში ვიქნებით, თუ სადაც, მირჩევნია ჩემს ქვეყანაში შევხვდე დაბრკოლებასაც და სხვასაც,"-ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი, რომელიც სპეცრეისის ბორტზე ვერ მოხვდა.
სავარაუდოდ, ევაკუაციის ეს ერთჯერადი აქტი საკმარისი არ აღმოჩნდება. იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა მასშტაბურად იზრდება. ქვეყანა წითელ ზონად ცხადდება და საზღვრებს კეტავს. საქართველოს მოქალაქეები კი ხელისუფლებას სახიფათო ზონიდან დაუყოვნებლივ გამოყვანას სთხოვენ.