წითელ ზონაში დარჩენილი ქართველები და დაცარიელებული იტალია- ათასობით ემიგრანტის ბედი ისევ გაურკვეველია

გამოქვეყნდა:

იტალია წითელ ზონად გამოცხადდა. დაცარიელებულია ქუჩები და მუზეუმები. ხალხმრავალი ქალაქები, სადაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი დადის, კორონავირუსის გამო დღეს დილიდან უჩვეულოდ გამოიყურება.

იტალიაში საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ისევ რჩება. მათ ნაწილს ქვეყნის დატოვების სურვილი ჰქონდა, თუმცა რომის დღევანდელ რეისზე ვერ მოხვდნენ.

იტალიაში კორონავირუსს 463 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსის  გავრცელების მთავარი კერა ჩრდილოეთ იტალია იყო, თუმცა საგანგებო ზომები დღეიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ამოქმედდა.

"მთავართან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამ ეტაპზე იტალიაში რჩებიან იქ არსებულ სიტუაციაზე საუბრობენ. მათი თქმით მაღაზიებში დეფიციატია და​ მოქალაქეებს რიგრიგობით უშვებენ, აფთიაქებში კი სადეზინფექციო საშუალებები აღარ დარჩა.

იტალიის პრემიერის გადაწყვეტილებით ჩაკეტილია საზღვრები, თითქმის შეჩერებულია ავია მიმოსვლა.

მთავრობამ ეს რადიკალური ზომები მას შემდგ მიიღო, რაც ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1800 ადამიანი დაინფიცირდა და 97 გარდაიცვალა. იტალიის პრემიერ მინისტრი მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ და ყველანაირი აქტივობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.   

მთელი სამედიცინო პერსონალი იტალიაში საგანგებო რეჟიმით მუშაობს, მედიკოსების ყველა შვებულება გაუქმებულია. 

ვიზიტები შეიზღუდა ციხეებშიც, რასაც მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში ამბოხი მოჰყვა. რამდენიმე პატიმარმა გაქცევაც სცადა. 

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, შეწყდა 2019-2020 წლის საფეხბურთო სეზონი. გადაიდო სხვა სპორტული აქტივობებიც.

3 აპრილამდე დაიკეტა სკოლები და უნივერსიტეტები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი