"თბილისის ბიზნეს სახლს" თანამშრომლები თაღლითობაში - კომპანიას შს მინისტრის მოადგილის და ხელმძღვანელობს

გამოქვეყნდა:

შს მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი სავარაუდოდ იმ კომპანიას მფარველობს, რომელსაც ხელმოწერების გაყალბებაში, თარჯიმნების სახელფასო დავალიანებასა და და პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებაში ადანაშაულებენ.

საუბარია "თბილისის ბიზნეს სახლზე", რომლის მენეჯერი ცაციაშვილის და, ნათია ცაციაშვილია.

ნათია ცაციაშვილი გაურბის პასუხს რატომ არ უხდის კომპანია სახელფასო დავალიანებას თარჯიმნებს, თავად თანამშრომლებს კი სანქციებით და ჯარიმებით ემუქრება

ცნობილია ისიც, რომ საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია დღემდე სახელმწიფო დაკვეთებს იღებს და არც კომპანიის ხელმძღვანელი პირების პასუხიმგებლობის საკითხი დამდგარა

ბიზნეს სახლის 100 % იანი წილის მფლობელის გიორგი გაგნიძის პასუხისმგებლობის საკითხი არც იმ დარღვევების გამო  დამდგარა, როდესაც მისმა კუთვნილმა კომპანიამ  პირადი მონაცემების შესახებ კანონი დაარღვია.

"მთავარმა არხმა" დაადგინა, რომ კომპანია ბიუჯეტიდან მიღებულ ფულს იმ ხალხს არ უხდის, ვინც სამუშაო შეასრულა და დოკუმენტები თარგმნა, თარჯიმნებს აინტერესებთ ვის ჯიბეში მიდის მათი კუთვნილი თანხა. 

თარჯიმნებს, რომლებსაც სასამართლოში, საგამოძიებო უწყებებსა და ციხეებში ათობით საათი აქვთ გატარებული და  ანაზღაურება ვერ მიიღეს, გამოძახებაზე აღარ წავიდნენ. ბიზნეს სახლის ხელმძღვანელობამ კი მათ ულტიმატუმი წაუყენა და ხელშეკრულების დარღვევისთვის რამდენიმე მათგანს ჯარიმაც კი დააკისრა. 

სახელფასო დავალიანებების შესახებ კომპანიის მენეჯერი არ საუბრობს. ნათია ცაციაშვილი ამბობს, რომ დაზარალებულებთან შეთანხმების გარეშე მათ შესახებ ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებს.

დაზარალებულები თარჯიმნები ამბობენ, რომ კომპანია მათ ხარჯზე კვლავ აგრძელებს ბიუჯეტიდან თანხების მითვისებას და თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება აქციებს გამართავენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი