კორონავირუსის საფრთხისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული მსოფლიო პანდემიის გამო, პაატა იმნაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში თავყრილობები აიკრძალოს.
მისი თქმით, გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა აუცილებელი გახდეს ას და მეტკაციანი ქორწილებისა და ქელეხების აკრძალვა.
"პანდემია ნიშნავს, რომ უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ აიწიოს მზადყოფნის დონე. რაღაც ეტაპზე გახდება მეტი შეზღუდვები საჭირო. მაგალითად, ეს არის 100 კაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის ჩვეულებრივი ცხოვრების წესის შეზღუდვა, მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს შეიძლება აუცილებლად გასაკეთებელი გახდეს, რომ დიდი თავყრილობები მთავრობამ შეიძლება აკრძალოს,"-განაცხადა პაატა იმნაძემ.