
დღევანდელი, 7 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 441 გახდა.
7 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 754 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 49 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 35 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი.