ექიმებმა, სავარაუდოდ, თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს. გლდანში მდებარე კლინიკა „მედ კაპიტალის“ ექიმები, რამდენიმე დღის წინ ეგვიპტიდან დაბრუნდნენ. თუმცა, ამბობენ, რომ რისკ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან და საქართველოში დაბრუნდებისთანავე სამსახურში გამოცხადდნენ.
ექიმი ჯამბულ მაკარაძე კი, რომელიც საჩხერეში კარანტინში იმყოფება, სოციალურ ქსელში წერს, რომ ექიმების დიდი ჯგუფი კრუიზში იმყოფებოდნენ და რომის რეისით დაბრუნდნენ, რის შემდეგაც კარანტინში მოათავსეს. ექიმი ასევე საუბრობს იმ უყურადღებობაზე, რაც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ნახა.
თერმოკონტროლის შემდეგ იქ მყოფმა ე.წ. ეპიდსამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ჩვენ კარანტინში უნდა წავსულიყავით, ვინაიდან რომის აეროპორტის ჰაერი ჩავისუნთქეთ. არანაირი ეპიდანამნეზი მათ არ შეუკრებიათ, ჩვენი არგუმენტაცია არც კი გაუაზრებიათ. იძულებული გავხდით გაგვემართა კამათი და მოვითხოვეთ პასუხისმგებელ პირთან (ეპიდემიოლოგთან) შეხვედრა, რაზედაც გვითხრეს, რომ ძინავსო“ - წერს ექიმი.