საქართველო-რუსეთის მატჩის წინ ქართველი მორაგბეები კარანტინში არიან. მათი სამედიცინო შემოწმება მოხდა. ნაკრების მენეჯერის ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომები არცერთ მათგანს აღმოაჩნდა.
ორი თვეა, მზადება მიდის. გუნდი, მთლიანობაში ერთად იყო ორი თვის განმავლობაში. ერთი კვირაა, რაც საფრანგეთიდან დავბრუნდით და ბუნებრივია, მივყვებით იმ წესებს, რაც დადგენილია ვირუსთან დაკავშირებული პროტოკოლის მიხედვით და გუნდი არის ბაზაზე იზოლაციაში“, - განაცხადა ექიმმა.
ხვალ კი საქართველოსა და რუსეთს შორის მორიგი შეხვედრა იმართება. რაგბის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩაივლის. გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო მიიღეს.