ახალი შეზღუდვები - საქართველოს მოსახლეობას უმუშევრობის ახალი ტალღა ემუქრება

გამოქვეყნდა:

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ახლა საქართველოში თითქმის ყველა კვების ობიექტია მიერთებული. 

"კოფესტას" ქსელში მომხმარებლების რაოდენობა 35-40% შემცირდა, რაც ბიზნესს უდიდესი დარტყმის წინაშე აყენებს. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში  ახალი რეგულაციის გამო აღმოჩნდნენ.  

იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს, ქვეყნის ეკონომიკური ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება, მოიმატებს უმუშევრობა და გაიზრდება გადასახადები. 

ადგილები, სადაც პანდემიამდე სიცოცხლე ჩქეფდა, ახლა სულ ღაფავს, ჩაბნელებულ ვიტრინებში მხოლოდ ცარიელი ჭურჭელი და ალაგებული სკამები მოჩანს.

გურამ ბაღდოშვილმა საქართველოში სამი რესტორნიდან ორი დახურა. მთავრობისგან ფულად დახმარებას არ ითხოვს, მაგრამ სახელმწიფოსთან კონკრეტული მოთხოვნები აქვს. 

სახელმწიფოს არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და კოვიდ პანდემიის გამო დაწესებულმა ახალმა რეგულაციებმა განსაკუთრებით დააზარალა წვრილი ბიზნესიც - ე.წ უბნის მაღაზიები.

ეკონომისტები ამბობენ, რომ ბიზნესს ცუდ მდგომარეობაში პანდემიის კრიზისთან ერთად, ქვეყნის გაურკვეველი პოლიტიკური ვითარებაც უქმნის საფრთხეს. 

კორონაპანდემიის დროს ასეულობით კვების ობიექტი და სასტურო დაიხურა. ყოველ დღე კიდევ უფრო მეტი ადამიანი რჩება უმუშევარი. პარალელურად კი "ქართული ოცნება" მხოლოდ რეგულაციებს აწესებს და ბიზნესს არაფერში ეხმარება. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი