VIP ლოჟა პრივილეგირებულთა კასტისთვის და სტადიონზე "ინერციით" მისული კალაძე-ორი საქართველო ისტორიულ მატჩზე

გამოქვეყნდა:

ვინ უღალატა ქართულ ფეხბურთს ? ფეხბურთელებმა, მწვრთნელმა, გულშემატკივარმა, იღბალმა თუ ხელისუფლებამ რომელმაც გადაწყვიტა, რომ ისტორიული მატჩი ქომაგების გარეშე გამართულიყო. არადა უეფასგან 17 000 ადამიანის სტადიონზე ყოფნის ნებართვა მიიღეს.

ხალხი მაინც შეიკრიბა. გინდა პოლიტიკური დაარქვი და გინდა სპორტული. დინამოს სტადიონის შესასვლელთან გულანთებული გულშემატკივარი პაიჭაძის ძეგლთან აღმართულ დიდ ეკრანზე უყურებდა ისტორიულ თამაშს. 

წაგების გამო დამწუხრებულებს კი ახალი სადარდებელი დაემატათ - პოლიციამ რამდენიმე მათგანი 2000 ლარით დააჯარიმა. 

საიდან მოხვდა ვიპ ლოჟაში მსახიობი ზურა ყიფშიძე, ჩვენ არ გვიპასუხა, მაგრამ ერთ-ერთ ინტერნეტ გამოცემას უთხრა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელია და პრესისთვის განკუთვნილი საშვი ჰქონდა. 

კობახიძისთვის კახა კალაძესთან მეგობრობა აღმოჩნდა პრივილეგია. ივანიშვილის გუნდიდან ალბათ კიდევ ბევრს უნდოდა ისტორიულ მატჩზე დასწრება, მაგრამ კალაძემ თქვა მარტო 2 კაცის მიყვანის უფლება მქონდა და ირაკლი კობახიძე გავიყოლეო. 

კალაძე თავის გამართლებას ეცადა, მაგრამ ისევ მოიტყუა. უეფას, მატჩზე დასასწრებ სიას ფეხბურთის ფედერაცია უგზავნის, რომელის პრეზიდენტიც ლევან კობიაშვილია, მისი მეგობარი.  

მატჩზე კი შვილთან ერთად ინერციით წასულა, მანამდე არ დაფიქრებულა და ხალხს ამისთვის ბოდიში მოუხადა. 
ასე რომ, ვინც  41- ს ან 48 -ს უფრო გამოთქმით ამბობენ, ხალხთან, მაგრამ ცოტათი ზევით, ლოჟაში  არიან.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი