"მთავარის" ინფორმაციით, მეუფე პეტრეს მღვდელმსახურების გაგრძელება ბერძნულმა ეკლესიამ შესთავაზა

გამოქვეყნდა:

მეუფე პეტრე მარტვილს ტოვებს და თბილისში ბრუნდება. სანდო წყარო "მთავარს" უყვება, რომ ჭყონდიდის ყოფილ ეპისკოპოსს მღვდელმსახურების გაგრძელება ბერძნულმა ეკლესიამ შესთავაზა და მხარეებს შორის პირველი კომუნიკაციაც უკვე შედგა. 

ამ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერჯერობით არავინ ადასტურებს. მეუფე პეტრე განცხადების გასაკეთებლად ემზადება და სავარაუდოდ მაშინ ისაუბრებს, გააგრძელებს თუ არა მოღვაწეობას საბერძნეთში.

კითხვაზე, თუ სინოდის საგანგებო სხდომა ჩაინიშნება, მეუფე პეტრე პასუხობს, რომ სხდომას იმ შემთხვევაში დაესწრება, თუ მისი ტრანსლირება "ერთსულოვნების" პირდაპირ ეთერში მოხდება. მეუფე პეტრეს თქმით, ასეთ შემთხვევაში ის სხდომაზე წარადგენს ყველა იმ მტკიცებულებას, რომელზეც საუბრობდა:

რაც შეეხება ეპარქიას. ჭყონდიდში უკვე დაიწყო სპეციალურმა კომისიამ ინვენტარიზაციის პროცესი. სპეციალური კომისიაში სასულიერო სემინარიის წარმომადგენლები შედიან, ხოლო კომისიას სვეტიცხოვლის წინამძღვარი არქიმანდრიტი ჭედია ხელმძღვანელობს. ადგილზე მყოფი სასულიერო პირები არ აკონკრეტებენ, რა კრიტერიუმებით შეირჩა კომისიის შემადგენლობა

კომისიის შემადგენლობაში იმყოფებიან ის სასულიერო პირებიც, ვინც მეუფე პეტრესთან ერთად ეპარქიაში მოღვაწეობდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ყოფილი მიტროპოლიტი ეპარქიიდან მხოლოდ პირადი საჩუქრების წაღებას გეგმავს.

რაც შეეხება სხვა სასულიერო პირებს. ეპარქიის დედაოები ამბობენ, რომ ისინი ეპარქიაში რჩებიან, თუმცა მეუფე გრიგოლის წირვებზე დასწრებას არ აპირებენ

"მეუფე გრიგოლის წირვაში მონაწილეობას არ მივიღებთ იმის ნიშნად, რომ ვაპროტესტებთ უსამართლობას" განუცხადა ჟურნალისტებს მონაზონმა სოსანა ბოლქვაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი