საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, ნავთობტერმინალთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, აფეთქების ფაქტი არ დადასტურდა. ცეცხლი ეკიდა საწვავმზიდი შემადგენლობის ერთ-ერთ ვაგონს.
"ოპერატიული მუშაობის შედეგად, რამდენიმე წუთში მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს ცეცხლის სხვა ვაგონებზე გავრცელების საშიშროების აღკვეთა", - ვკითხულობთ Facebook-პოსტში.
ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური.
ფოტო:საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური