ნამოხვანში 23-ე დღეა უწყვეტი პროტესტი გრძელდება - ადგილობრივები, მესამე სექტორის წარმომადგენლები და სასულიერო პირები 24-საათიან აქციებს მართავენ.
პროტესტის მიუხედავად, თურქულმა კომპანიამ ჰესის სამშენებლო-მოსამზადებელი სამუშაოები დილიდან განაახლა.
"არაერთხელ დაგვპირდნენ, რომ უნდა გასულიყვნენ აქედან. აქციაზე ნელნელა მოდის ხალხი და ვისაც სურვილი და შესაძლებლობა აქვს, ყველა შემოგვიერთდება. ვეცდებით, კომპანიას შევუზღუდოთ აქ მუშაობის საშუალება", - ამბობს აქციის მონაწილე
პროტესტს "თავისუფალი საქართველოს" წევრი, გოგი წულაიაც შეუერთდა.
"სოლიდარობის ნიშნად შევუერთდი აქციის მონაწილეებს. მოვუწოდებ ყველას, ვიბრძოლოთ ბოლომდე," - თქვა წულაიამ.
აქტივისტები ამტკიცებენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში რამდენიმე სოფელი მიწასთან გასწორდება, განადგურდება სახნავ-სათესი მიწები და ასობით ჰექტარი წყლით დაიფარება.