სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთში ყოველკვირეული რეისები განაახლა

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ალვანიდან თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისები განაახლა. უწყების ინფორმაციით, ავიაციამ სოფელ ალვანში პირველი მგზავრები უკვე გადაიყვანა, გზის ჩაკეტვის გამო თუშეთში დარჩენილი მოსახლეობა კი ბარში ჩამოიყვანა.

"სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ომალოსა და მიმდებარე სოფლებში რეგულარულად, კვირაში ერთხელ იფრენს და მესაზღვრეებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობასაც მოემსახურება", - წერია უწყების განცხადებაში.

რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გამო, სოფელი ომალო 6 თვის განმავლობაში დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი