"ვერავინ და ვერაფერი შეძლებს ჩვენი ერთიანობის დაშლას" - მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

"ვერავინ და ვერაფერი შეძლებს ჩვენი ერთიანობის დაშლას" - ეს სიტყვები ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მოსკოვში თქვა, სადაც მის ნათესავს - ანდრეი რუბლიოვის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დამფუძნებელს - დავით არსენიშვილს ყოველწლიური პანაშვიდი გადაუხადეს.

ინფორმაციასა და ფოტოებს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, მღვდელი ნიკოლაი ბალაშოვი Facebook-ზე ავრცელებს და წერს, რომ მიტროპოლიტ ნიკოლოზთან ერთად ტაძარში მსახურება სლავურ და ქართულ ენებზე შესრულდა. დღეს კი მეუფე სამეცნიერო კონფერენციაზე "ვეფხისტყაოსნის" შესახებ ისაუბრებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი