კორონავირუსისგან სავარაუდოდ საქართველოში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, პაციენტი #2-ის ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა ანალიზები მას 24 საათში განმეორებით კიდევ უნდა ჩაუტარდეს, რის შემდეგაც, კვლავ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტი გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.
ასევე რამდენიმე საათში ელოდებიან პაციენტი ნომერი ერთის საბოლოო პასუხსაც, რომლიც ასევე გამოჯანმრთელებულად ითვლება.
პაციენტი, რომელსაც აქვს ირანში მოგზაურობის ისტორია, მასთან მე-15 დღეზე გუშინ ჩატარდა ტესტირება და მიღებულ იქნა პირველადად უარყოფითი პასუხი...24 საათის ინტერვალში უნდა გაკეთდეს განმეორებით ტესტირება" განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ
მისივე ინფორმაციით, შედარებით საყურადღებოა გუშინ შეყვანილი 5 პაციენტიდან ერთი პაციენტის მდგომარეობა. ასევე გუშინ ჩაუტარდა ტესტი 21 პაციენტს და აქედან 16 მათგანის შემთხვევაში, პასუხი უარყოფითია, 5 ტესტის შედეგი კი დღეს, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას- სულ კოვიდ 19 -ის დიაგნოზი ამჟამად 30 პაციენტზეა დადასტურებული, აქედან 27 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, მათ შორის 4 არასრულწლოვანია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ღამეს იყალთოს საკარანტინო ზონიდან 47 წლის ქალი თელავის საავადმყოფოში, მარალი ტემპერატურით გადაიყვანეს, ამჟამად კი ის თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. ტესტი აღებულია და ლუგარის ლაბორატორიიდან, დღეს გახდება ცნობილი აქვს თუ არა პაციენტს კოვიდ-19.