პირველი ღვთისმსახურება შეცვლილი წესებით - უპრეცედენტო გადაწყვეტილება ქართულ ეკლესიაში 

გამოქვეყნდა:

უპრეცედენტო გადაწყვეტილება ქართულ ეკლესიაში - ღვთისმსახურებაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ცვლილებები შედის.

საპატრიარქო  ზიარების თანმდევი პროცესის დროს, როდესაც მრევლი ე.წ. სიტკბოებას იღებს, დასაშვებად მიიჩნევს, რომ მათ საკუთარი  ჭურჭლით ან ერთჯერადი ჭიქებით ისარგებლონ. ეს გადაწყვეტილება ქართული ეკლესიის ისტორიაში პირველად მიიღეს. ს

გარდა ამისა, საპატრიარქოს ინფორმაციით, დრეს 12 საათზე ქვეყნის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტრეში დაირეკა ზარები და აღევლინა "მამაო ჩვენო".

საპატრიარქო მრევლს საზღვარგარეთ გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს და პირადი ჰიგიენის დაცვისკენაც მოუწოდებს.

მოუწოდა დედა ეკლესიამ მის შვილებს დაიცვან რეკომენდაციები და ასევე მოუწოდა რომ 12 საათისთვის ყველა მოქმედ ეკელსია- მონასტერში დაირეკოს ზარები და უნდა ითქვას სამი ლოცვა: მამაო ჩვენო, მოწყალებისა კარი განგვიღე და ღვთისმშობელო ქალწულო. ასევე რეკომენდაციაა რომ ყველამ ყოველ დილით დალიოს ნაკურთხი წყალი" განაცხადა სამების ტაძრის არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა. მისივე თქმით, უშუალოდ ზიარების წესი არ შეიცვლება, რადგან ეს არის საუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც არა მხოლოდ ქართულ ეკლესიაშია დადგენილი.​

დღევანდელი ღვთისმსახურების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში მეუფე შიო იქადაგებს. თავდაპირველი ინფორმაციით, სამებაში დღეს პატრიარქს ელოდებოდნენ, თუმცა როგორც ცოტა ხნის წინა გახდა ცნობილი, მის მაგივრად ქადაგებას სწორედ მოსაყდრე ჩაატარებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი