მეუფე გრიგოლის პროტესტი საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე - მიტროპოლიტი სინოდის ჩანიშვნას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, საპატრიარქოს უპრეცედენტო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სინოდის საგანგებო სხდომის ჩანიშვნას ითხოვს. ერთგვარი პროტესტი გავლენიანმა მღვდელმთავარმა დღეს გამართულ ბრიფინგზე დააფიქსირა და განაცხადა, რომ ზიარების წესში შეტანილ ცვილებებთან დაკავშირებით უშუალოდ პატრიარქმა უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. მისივე თქმით, არასწორია, როდესაც ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად სინოდი ამ დრომდე არ შეკრებილა. მეუფე გრიგოლის თქმით, მოსახლეობაში გაუგებრობის გამოწვევის თავიდან ასაცილებლად, საპატრიარქო მოქმედების საერთო წესზე უნდა შეთანხმდეს.

გარდა ამისა, როგორც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი ამბობს, მისი ეპარქია კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად საკუთარი გეგმის შემუშავებას აპირებს:

არის იმის საშუალება, რომ მღვდელმთავრები შევბიკრიბოთ და ერთიანი პოზიცია შევიმუშავოთ როგორ მოვიქცეთ. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ჩვენს მხრებზე, იმაზე თი ეკლესიაში რა მოხდება." ამბობს მეუფე გრიგოლი

რაც შეეხება თავად ცვლილებებს. მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ ზიარების შემდეგ, ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენებამ მრევლის დაბნეულობა გამოიწვია. ის ეჭვს გამოთქვამს, რომ ეს გადაწყვეტილება პატრიარქის მიერ იყოს მიღებული და ამბობს, რომ საპატრიარქოს შიგნით არსებული სამსახურის გადაწყვეტილებები მისთვის საინტერესო არაა. მიტროპოლიტის თქმით, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი შეიკრიბოს სინოდი და პატრიარქმა თავად ილაპარაკოს ამ ცვლილებებზე​:

ძნელი გასააზრებელია რომელია პატრიარქის კურთხევა, რომელი ვისი კურთხევა, საიდან მოდის ეს კურთხევები. ჩემთვის სარწმუნოა ის სიტყვა, როცა უშუალოდ პატრიარქის ბაგიდან მესმის.. არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რომ ეკლესია ამბობს ამას, ეკლესია ურჩევ და ვინ არის ეკლესია? ვინ არის ის, ვინც ეკლესიის სახელით საუბრობს? ეს სიტყვა შეგვიძლია ვიხმაროთ მაშინ, როცა სინოდი ღებულობს გადაწყვეტილებას" განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე მეუფე გრიგოლმა.

შეგახსენებთ, რომ ზიარების შემდგომ, საეკლესიო რიტუალებში ცვლილებების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი, საპატრიარქოს ინფორმაციით, კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, ზიარების თანმდევი პროცესის დროს, როდესაც მრევლი ე.წ. სიტკბოებას იღებს, დაუშვეს საკუთარი ჭურჭლით ან ერთჯერადი ჭიქებით სარგებლობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი