აჭარაში COVID-19-ით ექიმის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

გამოქვეყნდა:

აჭარაში კორონავირუსით მედიკოსი გარდაიცვალა. კლინიკაში გადაყვანისას, თავდაპირველად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა, მოულოდნელად დამძიმდა. რეანიმაციული მანიპულაციები უშედეგო აღმოჩნდა და პაციენტი ნადია შერვაშიძე გარდაიცვალა. 

ყველა ანალიზი ავუღეთ, ყველაფერი თითქოს ნორმაზე ჰქონდა, თვითონაც ამბობდა, რომ ხვალ სახლში უნდა წავიდეო, მაგრამ ასე მოხდა, რომ მოულოდნელად დამძიმდა და ვერ ვუშველეთ, - იხსენებს გარდაცვლილის კოლეგა. 

გარდაცვლილი პირველი მედიკოსია აჭარის რეგიონში, ვინც კორონავირუსს ემსხვერპლა. 

ვირუსს კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს მედიკოსებში, ამჯერად სამცხე-ჯავახეთიდან. გარდაცვლილი არაერთი წლის განმავლობაში იყო ახალციხის სასწრაფო განყოფილების ხელმძღვანელი. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ის თბილისში გადმოიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. 

კოვიდინფექციის კუთხით, ქვეყნის მასშტაბით, დღესდღეობით 4.000-დე ინფიცირებული მედიკოსი გვყავს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი