ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა - მიზეზი, რის გამოც კლინიკების ასოციაცია ტიკარაძის გადადგომას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებამ კოვიდპანდემიის წინაშე დე ფაქტო კაპიტუალცია გამოაცხადა, კრიტიკული ვითარების გამოსასწორებლად კი ჯანდაცვის სამინისტრო ვერაფერს აკეთებს, ამას ემატება ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა.

ეს არის მთავარი მიზეზები, რის გამოც კლინიკების ასოციაცია ითხოვს, გადადგეს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. 

"ჯანდაცვის სიტემაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, კლინიკების ასოციაცია მიმართავს ხელისუფლებას, განახორციელოს სამთავრობო ცვლილება, მიგვაჩნია, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აუცილებლად უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან," - ამბობს კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ ასევე საგანგაშოა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მედიკოსებს შორის - მხოლოდ დღეს სამი მედიკოსი გარდაიცვალა, საერთო ჯამში, ათამდე ექიმია გარდაცვლილი, ხოლო ინფიციერებული მედიკოსების რიცხვმა კი 5.000-ს მიაღწია.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი