რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსიდან 3-წლამდე ბავშვი გადმოვარდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარება, რომელმაც დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.
დამატებითი ინფორმაცია და დეტალები ჯერ უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.