სოდომის ცოდვაში მხილებული მღვდელმთავარი, მეუფე ზოსიმე მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს. სინოდის წევრმა პირველი კომენტარი "მთავართან" გააკეთა, თუმცა მეუფე ვერ უარყოფს მისი ხელწერილის ნამდვილობას, რომელიც დღეს გასაჯაროვდა.
მეუფე ზოსიმე იმ პერიოდში, მის წინააღმდეგ, სასულიერო სემინარიის სტუდენტების გამოსვლებსაც ეხმაურება. სტუდენტები მაშინ რექტორის თანამდებობიდან მის გადადგომას ითხოვდნენ.
მეუფე ზოსიმე გამოსვლების ორგანიზატორად ქრისტეფორე წამალაიძეს ასახელებს, რომელიც იმ დროს სინოდის წევრი იყო.
„ეს იყო 30 თუ 31 წლის წინ. არც ის გიორგი სხილაძე მახსოვს, არც ის კალაძე მახსოვს.
ერთადერთი ეს იყო, ჩვენ რომ მოვთხოვეთ სულიერობა და შინაგანაწესის დაცვა, აქ მოხდა რაღაცა, სულიერებას დაუპირისპირდნენ ესენი და ის მტრობა ჩვენსკენ გადმოიტანეს და მერე ყველფერი იკადრეს.
გიორგი სხილაძე მე მგონია ვიღვცეების წაქეზებით მოქმედებდა და ეს ყო ანტიეკლესიური გამოსვლა.
წამალაიძის შემოგზავნილი სამი ახალგაზრდა იყო, რომელთაც არ ვიცი რა მიზნები ამოძრავებდათ. ურთულესი დრო იყო, მიტინგები მიდოდა მთავრობის სასახლის წინ და სტუდენტების გარკვეული ნაწილი დღედაღამ იქ იყვნენ და როდესაც მოვთხოვეთ მათ, მე ვალდებული ვიყავი მომეთხოვა სემინარიისთვის პატივი ეცათ და შინაგანაწესი ყოფილიყო დაცული, ამან ისეთი დაძაბულობა შექმნა და ისეთი აზრი გაუჩინათ, თითქოს ამ ეროვნული მოძრაობისადმი ინერტული ვიყავი." აცხადებს მეუფე ზოსიმე „მთავართან“ საუბარში.
რაც შეეხება ქრისტეფორე წამალაიძეს. წინოდის ყოფილი წევრი დღეს ქართულ ეკლესიაში აღარ მსახურობს და ის ბერძნული ეკლესიის წარმომადგენელია. სასულიერო პირს 30 წლის წინანადელ მოვლენებზე საუბარი აღარ სურს:
„მე ვიყავი ეპარქიის ხელმძღვანელი, მოიძიეთ ის ახალგაზრდები და გეტყვიან. მე ნუ მელაპარაკებით, მოიძიეთ ისინი...სხილაძის ინფორმაცი გაქვთ, წაიკითხეთ და დამთავრდა“ ამბობს ქრისტეფორე წამალაიძე.
31 წლის წინ მომხდარი სკანდალური ამბავი დღეს მამა გიორგი სხილაძემ გაახმაურა. მისი თქმით, სასულიერო სემინარიის ყოფილი რექტორი, მეუფე ზოსიმე სასულიერო სემინარიის სტუდენტთან სექსუალურ კავშირის დამყარებას ცდილობდა.
მამა გიორგიმ საფრანგეთიდან 1988 წლით დათარიღებული დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სემანარიის მაშინდელმა სტუდენტმა კახა კალაძემ ეპისკოპოსი და სემინარიის რექტორი ზოსიმე სემინარიის შენობაში სოდომურ თავდასხმაში ამხილა. მაშინ ამ სკანდალს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, თუმცა სოდომურ ცოდვაში მხილებულებულ მღვდელმთავარს ხელი დააფარეს.
მამა გიორგი ამბობს, რომ მეუფე ზოსიმე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დააწინაურა და წმინდა სინოდის წევრის სტატუსიც მისცა. ამჟამად მეუფე ზოსიმე წილკნის ეპისკოპოსია.