გუდაურში ყველაფერი იკეტება - კურორტს დამსვენებლები ტოვებენ

გამოქვეყნდა:

გუდაური თითქმის დაცლილია. იკეტება გასართობი ობიექტები და კურორტს დამსვენებლები ტოვებენ. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, კურორტზე სეზონი დროზე ადრე დასრულდება და დაიკეტება ყველა საბაგირო.

თვითიზოლაციაში არიან კაფე "მთვრალი ალუბალის" თანამშრომლები. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ დაწესებულების სტუმრებს, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეებს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდათ, დაწესებულების თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

ჯერჯერობით ადგილზე არ ჩასულან ეპიდემიოლოგები და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც ობიექტი უნდა შეამოწმონ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კი გამოვლენილია  30-მდე პირი, ვისთანაც ტურისტებს ჰქონდათ ურთიერთობა:

ფოტომასალით სრულად აღწერა ის მარშრუტი, სადაც იმყოფებოდა სიმპოტომების გამოვლენის შემდეგ. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარა ჩვენს ოპერატიულ სამსახურს რომ გუშინვე მოეხდინა ყველა იმ პირის იზოლირება, რომელიც ამ ადამიანთან იმყოფებოდა კონტაქტზე. ამ ეტაპისთვის იზოლირებულია 30 პიროვნება და მიმდინარეობს დამატებითი კონტაქტების შესწავლა" განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გუდაურში არსებული ობიექტების ნაწილს კი დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ისინი ამბობენ, რომ სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ.

შეგახსენებთ, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეები საქართველოში, 4-9 მარტის პერიოდში იმყოფებოდნენ და მათ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შემდეგ ისინი თავად დაუკავშირდნენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრის და ინფორმაცია მიაწოდეს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი