"გამარჯვებულები დროშას სწევენ, მაგრამ ამგენმა მოხსნეს საერთოდ" - ქუთაისი ისევ დროშის გარეშე დარჩა

გამოქვეყნდა:

ქუთაისი ისევ დროშის გარეშეა დარჩენილი - ადგილობრივები მესამე დღეა დროშის ნაცვლად 47 მეტრიან სადგარს ხედავენ. ეს მაშინ, როცა დროშის მონტაჟისთვის მერიამ ტენდერი 6-ჯერ გამოაცხადა და ქალაქის ბიუჯეტს დროშის აღმართვა 65 000 ლარი დაუჯდა. 

ქუთაისის მოსახლეობა ფიქრობს, რომ დროშა ამჯერადაც, სავარაუდოდ, ქარმა წაიღო. 

"გამარჯვებულები დროშას სწევენ ზევით, მაგრამ ამგენმა მოხსნეს საერთოდ და 47-მეტრიანი სადგარი დაგვიტოვენ ქუთაისელებს", - ამბობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრი, გოგი წულაია. 

ქუთაისის მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ქარიანი ამინდის გამო 3 დღის წინ დროშა სპეციალურად ჩამოხსნეს და მას დღეს ისევ აღმართავენ.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი