განგაში გუდაურში - კურორტი ხალხისგან იცლება

გამოქვეყნდა:

განგაში გუდაურში დღეს გამთენიისას გამოცხადდა. მას შემდეგ "მთვრალი ალუბლის" მეპატრონეს დაურეკეს და უთხრეს, რომ ჩეხ და სლოვაკ ტურისტებს ვინც ამ ბარში 4-დან 9 მარტამდე პერიოდში ხშირად დადიოდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდათ. კაფე ბარი დაკეტეს 31 თანამშრომელი კი შიდა ტერიტორიაზე იზოლაციაში მოაქციეს.  მათ ორი კვირის განმვალობაში დააკვირდებიან.   

კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მთვრალი ალუბლის ორი თანამშრომელი, მათ მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ.

ეპიდემიოლოგები ადგენენ, რამდენ ადამიანთ ჰქონდათ შეხება ევროპელი ტურისტების ჯგუფს, რომლის სამი წევრით კორონავირუსით არის ინფიცირებული. "მთვრალი ალუბალის" გარდა ობიექტები, სადაც შესაძლოა ჩეხი ტურისტები ასევე ყოფილიყვნენ, არავინ გააფრთხილა რომ ისინიც რისკის ზონაში არიან. 

ჩეხი და სლოვაკი ტურისტები გუდაურის სასტუმრო "გეოგრაფში" ისვენებდნენ. სასტუმრო ამჟამად დახურულია მიმდებარე ტერიტორიას კი პოლიცია იცავს. ჯერ კიდევ უცნობია, რამდენ ადამიანთან ჰქონდათ შეხება ტურისტებს და რამდენ ადამიანთან ჰქონდა კომუნიკაცია საქართველოს ამ მოქალაქეებს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კვლევა მიმდინარეობს. 

სამთო-სათხილამურო კურორტზე აღარ არიან დამსვენებლები. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გუდაური დაიცალა. თუმცა სასტუმროების ნაწილი და პატარა ობიექტების მფლობელები ამბობენ, რომ დეზინფექციას საკუთარი ძალებით აკეთებენ და მუშაობის შეწყვეტის აუცილებლობას ჯერ ვერ ხედავენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი