გაფიცვა ბაზრობებზე - მოვაჭრეები სავაჭრო ცენტრების დაკეტვასა და გადასახადების გადავადებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

„თერგის“ ბაზარში დილიდან 5000-მდე მაღაზიის მეპატრონე გაიფიცა. ისინი სადეზინფექციო ხსნარებით ბაზრობის დამუშავებას და ტერიტორიის 2 კვირით დაკეტვას ითხოვენ.

მოვაჭრეები გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამ ვითარებაში დაუცველები არიან. ბაზარში მყიდველი აღარ შედის, გადასახადების გადახდა კი მაინც უწევთ.

ბაზრობის მმართველი კომპანია ამტკიცებს, რომ ტერიტორიის დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით მიმდინარეობს, თუმცა მოვაჭრეები ამბობენ რომ ტყუილია და მათ სადეზინფექციო სამსახურის თანამშრომლები არ უნახავთ. 

სრული პანიკაა თბილისის თითქმის ყველა ბაზრობაზე. შიშს გამო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეები არ დადიან, ინდმეწარმეები ვერ ყიდიან ვერაფერს, ვერ იხდიან სესხებს და ვერც ყოველდღიურ მოსაკრებელს. 

მძიმე მდგომარეობაში არიან მეორადი ტანსაცმლის მაღაზიის მეპატრონეებიც. ადამიანები, რომლებიც წლებია ვაგზლის მიმდებარედ მუშაობენ ამბობენ, რომ დეზინფექცია ამ ტერიტორიაზე წლებია არ ჩატარებულა. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი ამ მძიმე პირობებში საკუთარი სიცოცხლის ფასად მუშაობენ.

მიიღებს თუ არა ხელისუფლება გადაწყვეტილებას, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისული ვითარება განმუხტოს, ჯერჯერობით უცნობია. იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება მოვაჭრეები გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი