"ნამოხვანჰესის საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის" - ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი

გამოქვეყნდა:

ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), რომლის ეპარქიაშიც გიგანტური ჰესი შენდება, ამბობს, რომ საკითხი მისი გადასაწყვეტი არ არის. მ

იტროპოლიტის თქმით, ფართობი წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა, თუმცა მაშინ რომ ვინმეს ხმა ამოეღო, ციხეში აღმოჩნდებოდა.

"ნამოხვანჰესის საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის. როდესაც წინა ხელისუფლების დროს ეს მიწა გაიყიდა და პროექტი დამტკიცდა, მაშინ უნდა ამოეღოთ ხმა, მაგრამ მაშინ ეს ბიჭები ციხეში აღმოჩნდებოდნენ დღეს რომ თავისუფლად დადიან", - ამბობს მეუფე იოანე.                          

ცნობისთვის, წყალტუბოში ნამოხვანჰესის წინააღმდეგ 30 დღეა აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები მეუფეს პოზიციის დაფიქსირებას სთხოვდნენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი