წმინდა სინოდის წევრი, რომელსაც სასულიერო სემინარიის სტუდენტები სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებდნენ, ბრალდებებს უარყოფს. მეუფე ზოსიმე ამბობს,რომ ყველაფერი წლების წინ შურისძიების მიზნით გამოუგონეს და ამტკიცებს, რომ სასულიერო სემინარიის რექტორის პოსტი 31 წლის წინ არა სექსუალური შევიწროვების სკანდალის ფონზე, არამედ საკუთარი სურვილით დატოვა.
წმინდა სინოდის წევრი, წილკნელი მიტროპოლიტი, მეუფე ზოსიმე მძიმე ცოდვაში მღვდელმა გიორგი სხილაძემ ამხილა, რომელმაც 1988 წლით დათარიღებული წერილი "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა.
მამა გიორგი სხილაძის განცხადების შემდეგ მთავარი იმ სტუდენტებს დაუკავშირდა, რომლებიც 1988 წელს სასულიერო სემინარიაში სწავლობდენენ. მამა ზაქარია ფერაძე ფაქტს ადასტურებს ამბობს, რომ მიტროპოლიტი ზოსიმე, სექსუალური შევიწროვების სკანდალის ეპიცენტრში იყო.
გამოცემა "ტაბულამ" არქივიდან სასულიერო სემინარიის იმ სტუდენტის ახსნა განმარტება გამოაქვეყნა, რომელიც მღვდელმთავარს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშუალებს. აღმოჩნდა რომ სემინარიის სტუდენტს სამხედრო კომისარიატიდან გაწევევა მიუვიდა, გადავადების თხოვნით კი რექტორთან კაბინეტში შევიდა, სწორედ ამ დროს მოხდა ძალადობის ფაქტი.
ინციდენტიდან 31 წლის შემდეგ მეამბოხე სტუდენტმა მღვდელმთავრის მხილება გადაწყვიტა. წერილი, წმინდა სინოდის მაშინდელ წევრს მარგვეთის ეპისკოპოს ქრისტეფორეს გაუგზავნა, სადაც ძალადობის კიდევ ერთი სცენა აღწერა, რომელიც სვეტიცხოველში მოხდა.
მეუფე ზოსიმე კი ამ სკანდალური ბრალდებების საპასუხოდ აცხადებს, რომ სამი სტუდენტი მას პროვოკაციის მოწყობის მიზნით, მარგვეთის მაშინდელმა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ შეუგზავნა, რომელიც ეროვნული მძრაობის სათავეებთან იდგა და სემინარიის მაშინდელი რეაქტორის ინერტულობა აღიზიანებდა
მარგვეთის ყოფილი მიტროპოლიტი, დღეს მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილია და 31 წლის წინანდელი სკანდალურ მოვლენებზე მას დეტალურად საუბარი არ სურს, თუმცა ეპისკოპოსის მიერ სტუდენტების სექსუალური შევიწროვების ფაქტი არ უარყო.
მღვდელი ზაქარია ფერაძე, რომელიც ამ სკანდალის დროს სემინარიაში სწავლობდა, ამბობს, რომ წლების წინ ეს საქმე საბჭოთა უშიშროებამ, ჩაფარცხა.
სემინარიის სტუდენტის ახსნა განმარტებაში, რომელიც მღვდელმთავრს სექსუალურ შევისროვებაშ ამხლეს ნახსენებია პატრიარქის მდივნ რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის და მიქაელ ბოტკოველის გვარები. ირკევა, რომ მამა მიქაელი წლების წინ მძიმე დანაშაულში მხილებული ეპისკოპოსის თანაშემწე იყო.